აკადემიის შესახებ – BTA

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას (შემდგომში აკადემია), 2014 წელს მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. 2015 წელს განხორციელდა დამფუძნებლების ცვლილება, კოლეჯის 100% დამფუძნებელი გახდა შპს უმაღლესი სასწავლებელი ორიენტირი. აკადემიამ ახალი ხლმძღვანელისა და გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად 2015 წელს ერთ-ერთმა პირველმა დანერგა პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროგრამა და წარმატებით განხორციელებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

აკადემიამ 2015 წლიდან დღემდე ავტორიზაციის პროცედურით წარმატებით დაიმატა 6 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. აკადემია არის დამსაქმებელთა ასოციაციის და კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი, მათთან ერთად აქტიურად განახორციელა შრომის ბაზრის კვლევა, კოლეჯების ბრენდირების პროექტი და სხვა. ამ უკანასკნელის ფარგლებში ფარგლებში აკადემია 2-ჯერ დაჯილდოვდა უმაღლესი შეფასებით 5 ვარსკვლავით და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები.

აკადემია ასევე მონაწილეობას იღებს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, როგორიცაა: მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სახელმწიფო კურსები და სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, პროფესიონალების ჩამოყალიბებაში და მათ დასაქმებაში მნიშვნელოვანია.