ვაკანსია – BTA

შემთხვევის ადგილიდან – სასამართლომდე

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის „პრაქტიკული სამართლის ცენტრი“ გაძლევთ საშუალებას გაიაროთ პრაქტიკული კურსი „შემთხვევის ადგილიდან – სასამართლომდე“

კუსის მიზანია კრიმინალისტიკითა და სისხლის სამართლის პროცესუალური საკითხებით დაინტერესებული პირები აღიჭურვონ შესაბამისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.
კერძოდ:

  • საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შემთხვევის ადგილის შესწავლა;
  • მტკიცებულებების აღმოჩენა;ფიქსაციის, ამოღება;
  • მტკიცებულებების შეფუთვა, დამაგრება და პროცესუალური დამაგრების უნარ–ჩვევები;
  • სასამართლო პროცესში მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების დარწმუნების ტექნიკა.

კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ და ინტერაქციულ სწავლებაზე და ეყრდნობა სწავლების თანამედროვე მეთოდებს, როგორებიცაა:

  • პრაქტიკული ქეისების განხილვა;
  • იმიტირებული შემთხვევის ადგილების დადგმა;
  • ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესები;
  • ვირტუალური ტირი და სხვა.

კურსის ფარგლებში თითოეულ მსმენელს ექნება შესაძლებლობა ინდივიდუალურად გამოიყენოს თანამედროვე კრიმინალისტიკური ტექნიკური საშუალებები.

მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:

სისხლის სამართალი და კრიმინალისტიკური მეთოდოლოგია;

  • კრიმინალისტიკური ტექნიკა;
  • საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ტაქტიკური ხერხები;
  • სასწავლო პრაქტიკა (შემთხვევის ადგილის დათვალიერება);
  • ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები;
  • სასამართლო უნარ-ჩვევები.

კურსის გავლის შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი;

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ: ოთხშაბათს 18:00 – 21:00; შაბათი 12:00 – 15:00;

სამი თვის განმავლობაში თემების მიხედვით კურს გაუძღვებიან: სისხლის სამართლის ლექტორები, მოქმედი ადვოკატები და სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკოსი თანამშრომლები;

კურსის ღირებულება: თვეში 80 ლარი, ხოლო ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებისათვის 70 ლარი;

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
თბილისი, წერონისის 208
ტელ: 593-30-32-11; 555 667 664; 2 24 95 57
ელ-ფოსტა: btaedu@yahoo.com

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ პირადობის ასლი და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ -ფოსტაზე: btaedu@yahoo.com ( დასახელებაში მიუთითეთ: კრიმინალისტიკის, გამოძიებისა და სასამართლო უნარ-ჩვევების სერთიფიცირებული პრაქტიკული კურსი)

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე

ვაკანსია მოდულის განმახორციელებელი პირის თანამდებობაზე

ვაკანსია მოდულის განმახორციელებელი პირის თანამდებობაზე

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე

ვაკანსია პრაკტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის მოდულური პროგრამის განმახორციებლის თანამდებობაზე

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე

განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 2017 წლის 21 თებერვლიდან ცხადდება ღია კონკურსი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:  

 ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ფინანსების დარგში: 

  • ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული 

  • ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული; 

 ბ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით საბუღალტრო აღრიცხვის დარგში:  

  • პროფესორი – 1 საშტატო ერთეული; 

  • ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;  

  • ასისტენტ-პროფესორი   1 საშტატო ერთეული; 

 გ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მარკეტინგის დარგში: 

  • პროფესორი – 1  საშტატო ერთეული; 

 დ) ჯანდაცვის მიმართულებით ფარმაციის დარგში 

  • ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.         

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; 

გ) აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაცია  – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი დარგის თემატიკით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შესრულებული და გამოქვეყნებული არანაკლებ ორი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია. 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება 

გ) აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი დარგის თემატიკით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შესრულებული და გამოქვეყნებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია. 

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 

 

საკონკურსო დოკუმენტაცია 

     აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა დოკუმენტაციის წარმოდგენა მიმდინარეობს 2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 29 მარტის ჩათვლით. კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 06 აპრილს. 

     საბუთების მიღება იწარმოებს აკადემიის კანცელარიაში დილის 10 საათიდან 17 საათის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ხეხილსანერგე მეურნეობა; წერონისის ქ. N208საბუთების ელექტრონული მიღება იწარმოებს ასევე ელექტრონული ფოსტის: btaedu@yahoo.com  მეშვეობით. 

     აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 

ა)  შევსებული საკონკურსო განაცხადი ბეჭდვითი ფორმით; 

ბ)  ავტობიოგრაფია (CV); 

გ)  საკონკურსო  თანამდებობის შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი /სილაბუსები; 

დ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი; 

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ვ) ინფორმაცია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები, სტატიები, მონოგრაფიები ან სახელმძღვანელოების შესახებ; 

ზ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი; 

თ)  2 ფოტოსურათი ზომით   3×4. 

 

     აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა სასურველია წარმოადგინოს სხვა დოკუმენტაცია (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა; მონაწილეობები სამეცნიერო კონფერენციებში, ექსპერიმენტებსა და ექსპედიციებში; ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობები ავტორიზებულ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამაღლებული    კვალიფიკაციები, უცხო ენებისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სამეცნიერო უნივერსიტეტების საბჭოების, სარედაქციო კოლეგიების, კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრობა, სექციის ხალმძღვანელობა და სხვა; მიმართულების განვითარების კონცეფცია). 

 

 

 

     საკონტაქტო  პირი:  ხათუნა ბეჟიტაშვილი 

     ტელ: 2 24 95 57 

     e-mail: btaedu@yahoo.com 

     facebook: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

ტუროპერატორი და ბიბლიოთეკარი