კარიერული მხარდაჭერა – დასაქმების ფორუმი

კარიერული მხარდაჭერა – დასაქმების ფორუმი

კარიერული მხარდაჭერის, კურსდამთავრებულთა და მოსარგებლეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 11 დეკემბერს 14 საათზე გაიმართა დასაქმების ფორუმი, სადაც მოწვეული იყვნენ 20-მდე კომპანია და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – თამარ სამხარაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარინა ბაზერაშვილმა წარმატება და წინსვლა უსრვეს აკადემიის სტუდენტებს, ისაუბრეს აკადემიის მიერ წარმატებულად განხორციელებულ სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე.
ღონისძიების პირველი ნაწილის დასასრულს აკადემიის რექტორმა ქალბატონმა სოფიო მაჭარაშვილმა სტუმრებს და დამსაქმებლებს გადასცა მადლობის სიგელი პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის.
ასევე დღის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული მოსარგებლეებისათვის სერტიფიკატების გადაცემა.

Leave a Reply

Close Menu
X