პროფესიული

ინფორმაციული ტექნოლოგი III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე ანოტაცია

პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ საბაზო (9 კლასი) და სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: იცის თანამედროვე კომპიუტერების არქიტექტურა, კომპიუტერების შიგა კომპონენტების დანიშნულება და მახასიათებლები, პროგრამული უსაფრთხოების წესები, ოპერატიული სისტემის დანიშნულება დამუშაობის პრინციპები, სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების მოწყობა, ქსელური მოწყობილობის დანიშნულება და მახასიათებლები, გაუმართაობის აღმოფხვრა და კომპიუტერების შეკეთება, მონაცემთა აღდგენა, მცირე საოფისე ქსელების დაპროექტება მოწყობა და ა.შ.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამისი საფეხურის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, დიპლომს
ერთი წლის სწავლის საზღაური თითოეულ პროგრამაზე შეადგენს 1400 (ათასოთხას) ლარს
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი -ატესტატი (დედანი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი
სამი ცალი ფოტოსურათი 3X4
დაბადების მოწმობა (ასლი)
პირადობის მოწმობა (ასლი)

დასაქმების სფეროები _ ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში ტექნიკოსის თანამდებობაზე; კომპიუტერულ სერვის ცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად; შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში IT სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო პროფილურ ან დიდი მასშტაბის ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ.

ბუღალტრის III,IV,V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე ანოტაცია

სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. სწავლების უფლება აქვთ საბაზო (9 კლასი) და სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს ბუღალტრის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: შეუძლია დათვლა, აღწერა, გაზომვა და გამოთვლითი სამუშაოების შესრულება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა, ბუღალტრული გატარება, მინიშნებული ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ ანგარიშში, დანერგილ საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების შენტანა კორექტირება, საცდელი ბალანსის შესადგენი ნაშთების მომზადება და ა.შ.
III საფეხურზე სწავლის საფასური შეადგენს 1500 (ათასოთხასი) ლარს
მისანიჭებელი კვალიფიკაცია_ ბუღალტერ მოანგარიშე.

ბუღალტრის IV საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე ანოტაცია

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს ბუღალტრის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: სამეურნეო ოპერაციების შინაარსის ადეკვატური საბუღალტრო გატარებები, კონკრეტული ბიზნესის შესაბამისი საბუღალტრო ანგარიშთა გეგმის დაპროექტება, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის შესაძლებლობების გათვალისწინება.
IV საფეხურზე სწავლის საფასური შეადგენს 800 (რვაასი) ლარს.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია-ბუღალტერ ტექნიკოსი

სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. სწავლების უფლება აქვთ საბაზო (9 კლასი) და სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს. რომელთაც აქვთ ბუღალტრის III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი.

ბუღალტრის V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე ანოტაცია

სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ საბაზო (9 კლასი) და სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს. რომელთაც აქვთ ბუღალტრის IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს ბუღალტრის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: სამუშაოს დაგეგმვა და დოკუმენტებზე ზრუნვის შემუშავება, ფუნქციების განაწილება აღრიცხვის პერსონალს შორის, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და დეკლარაციების გაგზავნა და ა.შ.
V საფეხურზე სწავლის საფასური შეადგენს 800 (რვაასი) ლარს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული საფეხურები წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიენიჭებათ კვალიფიკაცია და მიიღებენ შესაბამისი საფეხურის
სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
სამი ცალი ფოტოსურათი 3X4
პირადობის მოწმობა (ასლი)
დაბადების მოწმობა (ასლი)

დასაქმების სფეროები _ ბუღალტრის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ბუღალტერ მოანგარიშედ კერძო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო დაწესებულებების სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო სამსახურში.

კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) III,IV,V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე ანოტაცია

სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. სწავლების უფლება აქვთ საბაზო (9 კლასი) და სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს კრიმინალისტის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: შემთხვევის ადგილის ნახაზის აგება, კვალის აღმოჩენა, ფიქსირება, შეფუთვა, პროცესუალურად გაფორმება, ფოტოგრაფირება, ვიდეო გადაღება და ა.შ
III საფეხურზე სწავლის საფასური შეადგენს 1500 (ათახუთას) ლარს

კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) IV საფეხური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე ანოტაცია

სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოთ. სწავლების უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს. რომელთაც აქვთ კრიმინალისტის III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს კრიმინალისტის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: პროგრამა მოიცავს კრიმინალისტის სპეციალობის სრულ კურსს, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვარიელება; ყველა სახის ნივთმტკიცების (ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ა.შ.) ამოღება, აღწერა, შეფუთვა, მარკირება; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, სასამართლოსთან ურთიერთობა და ა.შ.
IV საფეხურზე სწავლის საფასური შეადგენს 1600 (ათასექვსას) ლარს

კრიმინალისტის V საფეხური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე ანოტაცია

სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოთ. სწავლების უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს. რომელთაც აქვთ კრიმინალისტის IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს კრიმინალისტის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: პროგრამა მოიცავს კრიმინალისტის სპეციალობის სრულ კურსს, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვარიელება; ყველა სახის ნივთმტკიცების (ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ა.შ.) ამოღება, აღწერა, შეფუთვა, მარკირება; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, სასამართლოსთან ურთიერთობა და ა.შ.
V საფეხურზე სწავლის საფასური შეადგენს 1600 (ათასექვსას) ლარს

დასაქმების სფეროები _ კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაონ საგამოძიებო და საექსპერტო დაწესებულებებში.

ტუროპერატორი მეხუთე საფეხური (მოდულური)

სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ სერვის მომწოდებლების შერჩევას, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარებას, ფასის შეთანხმებას, კონტრაქტის გაფორმებას, ტურპაკეტების შექმნა/გაყიდვას, ტურის მომზადება-დაგეგმვა და ორგანიზებას, გიდის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და განთავსების საშუალებების შერჩევას, ტურის მიმდინარეობის კონტროლს.

1 წლის სწავლის საფასური შეადგენს 1700 (ერთიათასშვიდასი) ლარს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამი ცალი ფოტოსურათი 3X4 პირადობის მოწმობა (ასლი) დაბადების მოწმობა (ასლი)

დასაქმების შესაძლებლობები:

ტუროპერატორის ტიპურ სამუშაო გარემოს წარმოადგენს შესაბამისად აღჭურვილი ოფისი.

ტუროპერატორის დასაქმების სფეროა ტურისტული (ტუროპერატორული) კომპანია, შეუძლია იმუშაოს ინდივიდუალურადაც, როგორც ინდ. მეწარმემ.

პრაქტიკოსი ექთანი მეხუთე საფეხური (მოდულური)

სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ პაციენტის მოვლის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. სწავლების პირველივე წლიდან პრაქტიკას გადიან წამყვან სამედიცინო კლინიკებში.

1 წლის სწავლის საფასური შეადგენს 1700 (ერთიათასშვიდასი) ლარს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამი ცალი ფოტოსურათი 3X4 პირადობის მოწმობა (ასლი) დაბადების მოწმობა (ასლი)

დასაქმების შესაძლებლობები:

პრაქტიკოს ექთანს სამუშაოს შესრულება უწევს სხვადასხვა დაწესებულებასა და სოციალურ გარემოში. მას შესაძლოა მოუწიოს სტრესულ გარემოში მუშაობა. სამუშაო საათები, რიგ შემთხვევაში, არანორმირებულია.

პრაქტიკოსი ექთნის დასაქმების შესაძლებლობებია:

ü სამედიცინო დაწესებულებები:

· სტაციონარი;

· ამბულატორია;

· დიაგნოსტიკური ცენტრი;

· პირველადი ჯანდაცვის ობიექტები;

· რეაბილიტაციის ცენტრები;

· ესთეტიკური ცენტრები;

· გადაუდებელი დახმარების ცენტრები;

· სასწრაფო გადაუდებელი ცენტრები.

ü სხვადასხვა ინსტიტუცია:

· ბინაზე მომსახურება/პატრონაჟი;

· პანსიონატები (ბავშვთა, მიუსაფართა, მოხუცთა სახლები);

· პალიატიური მზრუნველობის ცენტრები;

· საგანმანათლებლო დაწესებულებები;

· სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;

· კვების ობიექტები.

ü ჯანდაცვის ორგანიზაცია:

· ჯანდაცვის სამინისტრო.

ბიბლიოთეკარი მეოთხე საფეხური (მოდულური)

სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი: პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ ბიბლიოთეკის სივრცის ორგანიზებას, ფონდის დაკომპლექტებას, ფონდის მართვა, ფონდის დაცვას, საცნობარო-საინფორმაციო მუშაობა, საბიბლიოთეკო მომსახურება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას.

1 წლის სწავლის საფასური შეადგენს 1600 (ერთიათასექვსასი) ლარს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამი ცალი ფოტოსურათი 3X4 პირადობის მოწმობა (ასლი) დაბადების მოწმობა (ასლი)

დასაქმების შესაძლებლობები:

ბიბლიოთეკარის ტიპური სამუშაო გარემო არის შესაბამისად აღჭურვილი დახურული შენობა.

ბიბლიოთეკარი შეიძლება დასაქმდეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის, ქალაქის, სოფლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების ბიბლიოთეკაში.

ვებ სპეციალისტი III საფეხური

პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უგამოცდოდ. პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ საბაზო (9 კლასი) და სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს

ინტერნეტ-ტექნოლოგი(ვებ სპეციალისტი) პროგრამის მიზანია პროფესიულ სტუდენტებს შეასწავლოს: კომპიუტერის მოხმარება და ფაილების მართვა; საოფისე სისტემებში (Microsoft Word, Excel, PowerPoint) მუშაობა; ინტერნეტ სერვისების გამოყენება. მარტივი ვვებ-საიტების პროექტირების ეტაპები, ვებ-გვერდების ლოგიკური სტრუქტურის ჩამოყალიბება (მარტივი და კომფორტული ნავიგაცია, სწორი იერარქია); რასტრული და ვექტორული გრაფიკული რედაქტორების მუშაობის პრინციპები: ობიექტების შექმნა და დამუშავება, ტექსტთან მუშაობა და მისი სტილიზაციის მეთოდები;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამისი საფეხურის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, დიპლომს ერთი წლის სწავლის საზღაური თითოეულ პროგრამაზე შეადგენს 1400 (ათასოთხას) ლარს

დასაქმების სფეროები _ iნტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტი) პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება იმუშაოს სამთავრობო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებში რომელთაც სჭირდებათ უკვე არსებული ვებ საიტის ტექნიკური თუ ინფორმაციული მხარდაჭერა, ასევე საიტისათვის ახალი ვებ გვერდების ესკიზების შემუშავება და მარკირება.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:  
 
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი -ატესტატი (დედანი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი 
 სამი ცალი ფოტოსურათი 3X4 
 პირადობის მოწმობა (ასლი)