სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა
პოზიცია: სამშენებლო ტექნიკის გაყიდვების დეპარტამენტის სტაჟიორი

პოზიციის აღწერა: ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ტექნიკის გაყიდვების დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე (სტაჟირება ანაზღა-ურებადია და 6 თვიანი) .

ძირითადი მოვალეობები:

• მომხმარებელთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ფასების შეთავაზება;
• პასუხისმგებლობა მომხმარებლისა და მათი მოთხოვნების შესრულებაზე;
• ბაზრის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
• პროდუქციის ცოდნა და გაყიდვების უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება;
• მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

• ბაკალავრის ხარისხი (გაყიდვებში ან მსგავს სფეროში);
• კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
• კლიენტების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება;
• პრეზენტაციის და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
• დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები;
• ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
• ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, ასევე სასურველია რუსული და თურქული ენების ცოდნა;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, Power Point, Outlook.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში – “Subject” მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 მარტი.

Leave a Reply

Close Menu
X