კერძო კოლეჯების ასოციაციის მეოთხე ფორუმი – BTA

კერძო კოლეჯების ასოციაციის მეოთხე ფორუმი

2017 წლის 20 თებერვალს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეოთხე ფორუმი გაიმართა, სადაც წარმოგიდგენილი იქნა ჩატარებული სამუშაოს წლიურ ანგარიში, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები და საინტერესო ინიციატივები, ასევე ჩატარდა გამგეობის და პრეზიდენტის არჩევნები, ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა ბ-ნი გოგა ბერაია(ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას).
დასასრულს ასოციაციის წევრ კოლეჯებს 2015-2016 წლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაცათ; ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ოთხი სერთიფიკატით დაჯილდოვდა, გამგეობის წევრებმა აქტიურობისათვის აკადემიის დირექტორს სიტყვიერი მადლობაც გადაუხადეს.
ფორუმს ესწრებოდნენ ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ქ-ნი მარიამ ჯაში – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; ბ-ნი ელგუჯა მელაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი; ბ-ნი ირაკლი პეტრიაშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და სხვა სტუმრები.