Single Blog Title

This is a single blog caption
26
May

სიახლე

2017 წლის 23 მაისს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიაში ჩატარდა პრაქტიკოსი ექთნების სტუდენტების მეორე სამეცნიერო კონფერენცია თემით: დიაგნოზი ყოველთვის არ არის განაჩენი! კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა წარმოადგინეს ყველაზე აქტუალური და საინტერესო საკითხები, ასევე პირველი კონფერენციისაგან განსხვავებით წარმოდგენილი იყო 2 პრაქტიკული დავალების სიმულაცია, როგორიცაა პირველადი გადაუდებელი დახმარება გულის შეტევის დროს და მწოლიარე პაციენტის ეტლში გადასმა. კონფერენციას ესწრებოდნენ სამედიცინო კოლეჯების წარმომადგენლები, პროფესიული სტუდენტები, კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი,შპს ორიენტირის დამფუძნებელი, ინგოროყვას კლინიკის მთავარი ექთანი და ორგანიზაცია კარიტასის ტრენერი. კონფერენციის ორგანიზატორს მაია მიქაძეს და მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სიგელები. კონფერენციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ სტუდენტების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს შორის, კითხვარების გამოყენებით გამოავლინეს ყველაზე საუკეთესო და აქტუალური თემა. გამარჯვებული თემის პრეზენტაცია შედგება საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 20 ივნისს