Single Blog Title

This is a single blog caption
29
May

სიახლე

“სტუდენტური დღეები 2017”-ის ფარგლებში 25,26,27 მაისს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა ჩემპიონატი ბუშტებით ფეხბურთში,სადაც მონაწილეობა მიიღო კერძო კოლეჯების 11-მა გუნდმა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის გუნდმა BTA-მ აღნიშნულ ტურნირიში მოიპოვა პირველი საპრიზო ადგილი და თასის მფლობელი გახდა. ეს ბრწყინვალე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი საამაყო სტუდენტების სამდღიანი, შეუპოვარი ბრძოლის გარეშე. რექტორი სოფიო მაჭარაშვილი მადლობას უხდის ყველა მოთამაშეს და ასევე ადმინისტრაციის წევრებს ხათუნა ბეჟიტაშვილს, გიგო გიგაშვილსა, პაატა მეგრელსა და გულშემატკივრებს გაწეული თანადგომისთვის. ამ მადლიერების ნიშნად ქალბატონი სოფიო გუნდის ყველა წევრს აჯილდოებს ერთდღიანი ექსკურსიით. ასევე დიდი მადლობა პარტნიორი კოლეჯის ,,ორიენტირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს მხარდაჭერისათვის. აღშანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, რომლებსაც კერძო კოლეჯების ასოციაცია გვთავაზობს, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მათში მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.ვულოცავ ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილე კოლეჯს სტუდენტური დღეების წარმატებით ჩატარებას.