Single Blog Title

This is a single blog caption
18
Jun

სიახლე

16 ივნისს სტუდენტური დღეები 2017-ის ფარგლებში, სპორტულ ტურნირში „ბუშტებით ფეხბურთი“-ს ფინალისტებმა ,(გუნდები BTA და SBA) სტუდენტურ ღონისძიებებში აქტიურად ჩართულმა სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კახეთში იმოგზაურეს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიისა და საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორებმა აქტიური სტუდენტები ამ ლამაზი დღით დაასაჩუქრეს .
მათთან ერთად იმყოფებოდა კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი გოგა ბერაია.
მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარი და სასიამოვნო გამოვიდა.
ჩვენს საყვარელ სტუდენტებს კიდევ მრავალ საინტერესო და ლამაზ დღეებს ვპირდებით.