Single Blog Title

This is a single blog caption
22
Jun

სიახლე

2017 წლის 20 ივნისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ უფლისციხეში ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა II კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი კოლეჯი ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის კრიმინალისტის პროფესიული პროგრამის მასწავლებელმა თემურ კენკებაშვილმა (თემა-კრიმინალისტიკური კვლევისა და სწავლების თანამედროვე მეთოდები) და პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის მოდულური სწავლების პროფესიული საგანმანათლბლო პროგრამის სტუდენტმა მარიკა ბერიშვილმა (თემა – ,,დაუნის სინდრომი“). აღნიშნული თემები თეზისების სახით დაიბეჭდა ასოციაციის მიერ დაბეჭდილ კრებულში. ღონისძიებაში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განყოფილებებში საპასუხისმგებლო პოზიციებზე მომუშავე პირები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მასწავლებლის და სტუდენტის გამოსვლამ მოწვეულ სტუმრებში მოწონება დაიმსახურა, რაც დიდი სტიმულია ჩვენთვის. მონაწილეებმა ასევე უფლისციხეში ულამაზესი ადგილები მონახულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ამ კონფერენციით , კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სასწავლებლის არქივში.