Single Blog Title

This is a single blog caption
07
Jul

სიახლე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორს ქალბატონ სოფიო მაჭარაშვილს აკადემიის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მასწავლებლები და სტუდენტები ულოცავენ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას.

ქალბატონო სოფიო, თქვენი წარმატებული სვლა და მოტივაცია ნებისმიერი ჩვენგანისათვის უდიდესი სტიმულისა და სიამაყის მომნიჭებელია. განათლებული და მიზანდასახული ხელმძღვანელი ყველა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ გვიწევს მოღვაწეობა ისეთ დაწესებულებაში, სადაც მუდამ ზრუნავენ თვითგანვითარებასა და სხვების წინსვლაზე.

გისურვებთ მომავალ წარმატებებს და თქვენი მიზნების განხორციელებას!