Single Blog Title

This is a single blog caption
26
Sep

სიახლე

25 სექტემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 2017/2018 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აკადემიის რექტორმა სოფიო მაჭარაშვილმა სტუდენტებს მოკლე პრეზენტაციით გააცნო სასწავლებლის ისტორია,შემდეგ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს საპატიო სტუმრებმა: ექიმმა კარდიოლოგმა და ტელეგადაცემის ერთერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ, დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, ტურისტული კომპანია ,,აღმოაჩინე საქართველოს“ დირექტორმა ნინო კეკელიძემ და პოლიციის პოლკოვნიკმა რატი ყანდარელმა.
ახალბედებს თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება გაუზიარეს აკადემიის კურსდამთავრებულებმა და მოქმედმა სტუდენტებმა, ერთხმად აღნიშნეს , რომ მათი მხრიდან სწორი არჩევანი გაკეთდა,რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში ხარისხიანი განათლების მისაღებად ყველა პირობაა შექმნილი.
ღონისძიების საზეიმო ნაწილის შემდეგ სტუდენტებს სასწავლებლის შინაგანაწესი გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა სასწავლო პროცესის მენეჯერმა თამუნა გოგატიშვილმა. სტუდენტებს დაურიგდათ ჩანაწერების წიგნაკი გაკვეთილების ცხრილთან და საბანკო რეკვიზიტებთან ერთად.
სტუდენტებმა და მშობლებმა პერსონალის მიმართ კმაყოფილება გამოხატეს და მადლობა გადაუხადეს ამ დღის ორგანიზებულად ჩატარებისათვის .
დიდ მადლობას ვუხდით საპატივცემულო სტუმრებს აკადემიის მიმართ გამოთქმული თბილი სიტყვებისთვის და ამ მნიშვნელოვან დღეს გვერდით დგომისთვის.
ვულოცავთ ყველა სტუდენტს სწავლის დაწყებას და ვუსურვებთ პროფესიულ განვითარებას