• ქართული
  • English

Single Blog Title

This is a single blog caption
30
ნოე

სიახლე

27 ნოემბერს შედგა ტუროპერატორის მოდულური პროგრამის სტუდენტების სასწავლო -პრაქტიკული გასვლა თბილისის ტურზე. სტუდენტებმა მოინახულეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, პარლამენტის შენობა, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური ეკლესია, ბეთლემის მონასტერი, ებრაული უბანი, ათეშგა (ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი), ნარიყალა, მეჩეთი, აბანოთუბანი. მათ მოდულის განმახორციელებელის, რეზო ბიწკინაშვილის მითითებით შეასრულეს პრაქტიკული დავალება საველე პირობებში. განსაზღვრეს მარშრუტის დრო, სირთულე, მიმართულება. მიიღეს ინფორმაცია კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით.