საახალწლო ღონისძიება – BTA

საახალწლო ღონისძიება

ა.წ 20 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში ტრადიციულად გაიმართა საახალწლო ღონისძიება,სადაც აკადემიის სტუდენტებმა წარმოადგინეს სახალისო სადღესასწაულო ნომრები. ღონისძიებას საქველმოქმედო დატვირთვა ქონდა. დამსწრეთა მიერ შემოწირული თანხა სრულად გადაერიცხება სიმსივნით დაავადებულ 3 წლის ნინი სოხურაშვილს . ღონისძიების კულმინაციას წარმოადგენდა მის და მისტერ აკადემიის კონკურსი, რომლის შედეგებიც ფეისბუქ გვერდზე ატვირთული ფოტოების მოწონებებისა და ჟიურის წევრების შეფასების საფუძველზე დაიდო. გამოვლინდნენ გამარჯვებულები ცირა ბაფხოშვილი და ბადო მეზვრიშვილი , ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც, რომლებსაც სიმბოლური სიგელები და სუვენირები გადაეცათ, დასაჩუქრდა ღონისძებაში მონაწილე ყველა სტუდენტი. ,ხალისიანი განწყობა ეზოშიც გაგრძელდა, სადაც ყველამ ერთხმად აღნიშნა , რომ ამ ულამაზესმა დღემ მომავალი აქტივობების დაგეგმის მოტივაცია მისცა.
საღამო დასრულდა ლამაზი ,,ფეიერვერკით”.