სიახლე – BTA

სიახლე

2 თებერვალს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა 2018 წლის სამოქმედო გეგმის შედგენასთან დაკავშირებით (I ეტაპი) შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი და პროფესიული სტუდენტები; რექტორმა სოფიო მაჭარაშვილმა ისაუბრა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე გაამახვილა ყურადღება გასულ წელს მიღებულ გამოცდილებაზე(უცხოელი ექსპერტის ჩართულობით დაწესებულების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა). აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერმა გააკეთა პრეზენტაცია 2017 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიშის შესახებ; ასევე განხილულ იქნა 6 წლიანი სტრატეგიული გეგმა და 2017 წელს გაკეთებული SWOT ანალიზი, რომლის საფუძველზე სამუშაო ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად 1 ჯგუფს დაევალა დაწესებულების ძლიერი მხარეების აღწერა ხოლო II ჯგუფს სუსტი მხარეების; მონაწილეების მხრიდან საკმაოდ მრავალფეროვანი, საინტერესო და არგუმენტირებული პოზიციები იქნა წარმოდგენილ, რაც შეჯამებული სახით წარმოადგინეს პრეზენტაციებად; უნდა აღინიშნოს რომ პროფესიული სტუდენტების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში სიახლეა ჩვენი დაწესებულებისათვის, ვფიქრობთ ეს ფაქტი გამჭვირვალობას და სანდოობას უზრუნველყოფს; აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება, მეორე შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 9 თებერვალს სადაც ჯგუფები უკვე იმუშავებენ სუსტი მხარეების მიხედვით საფრთხეებზე და შესაძლებლობების გზების ძიებაზე. SWOT ანალიზის საფუძველზე მოხდება 2018 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;