ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და AIESEC -ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – BTA

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და AIESEC -ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს აკადემიასა და საერთაშორისო სტუდენტურ გაცვლით პროგრამა AIESEC TBILISI-ს შორის. მემორანდუმის ფარგლებში აკადემიას ექნება შესაძლებლობა სტუდენტებს შესთავაზოს შეღავათიანი უნიკალური პირობებით მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
შეხვედრის ფარგლებში AIESEC-ის წარმომადგენლებმა აკადემიის სტუდენტებს გააცნეს სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და მათი ჩართულობის შესაძლებობები სხვადასხვა პროექტებში. შეხვედრამ კითხვა – პასუხის რეჟიმში ჩაირა.
შეხვედრის დასასრულს სასწავლებლის რექტორმა ქ-ნ სოფიო მაჭარაშვილმა კიდევ ერთხელ ყველას მიულოცა ეს არაჩვეულებრივი დღე და სტუდენტებს დაპირდა რომ ის მუდამ იზრუნებს მათ განვითარებაზე, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე მაქსიმალურად შეეცდება ყოველწლიურად სასწავლებლის დაფინანსებით 6 კვირიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აკადემიის წარჩინებული სტუდენტები საზღვარგარეთ გაგზავნოს.