საქველმოქმედო კინო ჩვენება – BTA

საქველმოქმედო კინო ჩვენება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა საქველმოქმედო კინოჩვენება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სააღდგომო საჩუქრის გაკეთება მრავალშვილიანი გაჭირვებული ოჯახისათვის.

საქველმოქმედო კინოჩვენების ინიციატორები იყვნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორები, რომლებიც ასევე არიან აკადემიის სტუდენტები.

აკადემიის სახელით მადლობას ვუხდით ინიციატორ სტაჟიორებს: გიორგი ქადარია, ვანო დოხნაძე, ქეთი და ანა ბურნაძეები და აკო ქიქავა.

ასევე აკადემიის სახელით მადლობას ვუხდით აკადემიის სტუდენტებს ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართულობისათვის.

აკადემია მუდამ მზად არის მსგავსი ინიციატივებისა მხარდასაჭერად.