შემთხვევის ადგილიდან – სასამართლომდე – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

შემთხვევის ადგილიდან – სასამართლომდე

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის „პრაქტიკული სამართლის ცენტრი“ გაძლევთ საშუალებას გაიაროთ პრაქტიკული კურსი „შემთხვევის ადგილიდან – სასამართლომდე“

კუსის მიზანია კრიმინალისტიკითა და სისხლის სამართლის პროცესუალური საკითხებით დაინტერესებული პირები აღიჭურვონ შესაბამისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.
კერძოდ:

  • საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შემთხვევის ადგილის შესწავლა;
  • მტკიცებულებების აღმოჩენა;ფიქსაციის, ამოღება;
  • მტკიცებულებების შეფუთვა, დამაგრება და პროცესუალური დამაგრების უნარ–ჩვევები;
  • სასამართლო პროცესში მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების დარწმუნების ტექნიკა.

კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ და ინტერაქციულ სწავლებაზე და ეყრდნობა სწავლების თანამედროვე მეთოდებს, როგორებიცაა:

  •  პრაქტიკული ქეისების განხილვა;
  • იმიტირებული შემთხვევის ადგილების დადგმა;
  •  ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესები;
  • ვირტუალური ტირი და სხვა.

კურსის ფარგლებში თითოეულ მსმენელს ექნება შესაძლებლობა ინდივიდუალურად გამოიყენოს თანამედროვე კრიმინალისტიკური ტექნიკური საშუალებები.

მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:

  • სისხლის სამართალი და კრიმინალისტიკური მეთოდოლოგია;
  • კრიმინალისტიკური ტექნიკა;
  • საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ტაქტიკური ხერხები;
  • სასწავლო პრაქტიკა (შემთხვევის ადგილის დათვალიერება);
  • ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები;
  • სასამართლო უნარ-ჩვევები.

კურსის გავლის შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი;

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ: ოთხშაბათს 18:00 – 21:00; შაბათი 12:00 – 15:00;

სამი თვის განმავლობაში თემების მიხედვით კურს გაუძღვებიან: სისხლის სამართლის ლექტორები, მოქმედი ადვოკატები და სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკოსი თანამშრომლები;

კურსის ღირებულება: თვეში 80 ლარი, ხოლო ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებისათვის 70 ლარი;

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
თბილისი, წერონისის 208
ტელ: 593-30-32-11; 555 667 664; 2 24 95 57
ელ-ფოსტა: btaedu@yahoo.com

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ პირადობის ასლი და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ -ფოსტაზე: btaedu@yahoo.com ( დასახელებაში მიუთითეთ: კრიმინალისტიკის, გამოძიებისა და სასამართლო უნარ-ჩვევების სერთიფიცირებული პრაქტიკული კურსი)