ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და კიევის ბიზნესისა და სამართლის კოოპერატიულ ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას.
ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა, ლექტორთა გაცვლით პროგრამებს და ერთობლივ კვლევით პროექტებს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მთავარი პრიორიტეტი განათლების ინტერნაციონალიზაციაა. აკადემია აცნობიერებს განათლების გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებას, რომელიც მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობას ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევითი პროექტების ფარგლებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორმა, სოფიო მაჭარაშვილმა და კიევის ბიზნესისა და სამართლის კოოპერატიუ ინსტიტუტის რექტორმა ტეტიანა კამინსკამ.