მემორანდუმი ჩერნიგივის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

მემორანდუმი ჩერნიგივის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და ჩერნიგივის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას და ითვალისწინებს სტუდენტთა, ლექტორთა გაცვლით პროგრამებს და ერთობლივ კვლევით პროექტებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მთავარი პრიორიტეტი განათლების ინტერნაციონალიზაციაა. აკადემია აცნობიერებს განათლების გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებას, რომელიც მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობას ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევითი პროექტების ფარგლებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორმა, სოფიო მაჭარაშვილმა და კიევის ბიზნესისა და ჩერნიგივის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის რექტორმა სერჰი შკარლეტმა.

სიახლე გამოქვეყნებულია: Friday April 13th, 2018