პროექტი „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ – BTA

პროექტი „ცოცხალი ბიბლიოთეკა“

25 აპრილს აკადემიამ უმასპინძლა პროექტ ,,ცოცხალ ბიბლიოთეკას”,რომლის ინიცაიტორი იყო ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის. ცოცხალი წიგნები იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების ცნობილი თუ ჯერ კიდევ საზოგადოებისათვის უცნობი მოღვაწეები. როგორიცაა:

სიმონ გურეშიძე – აღმოსავლეთმცოდნეობის მკვლევარი, ისტორიკოსი;

მერაბ ჭიქაშვილი – მსახიობი, ტელეწამყვანი;

ალექსანდრე ვაჭარაძე – მწერალი, ეკონომისტი;

გიორგი თუმასიანი – გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი;

სალომე ნაკაშიძე – AIESEC-ის პრეზიდენტი

.
„ცოცხალმა წიგნებმა“ აკადემიის სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ,ისაუბრეს საინტერესო და აქტუალურ თემებზე ,რამაც დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია მონაწილეებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოგანიზაცია AIESEC-ის წარმომადგენლები, კოლეჯ „ორიენტირის,“ „მომავლის“, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიის პარტნიორი კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, რომლებმაც აკადემიის მიმართ კმაყოფილება და მადლიერება გამოხატეს რომ მიეცათ ამ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა.
აკადემიის რექტორმა ქალბატონმა სოფიო მაჭარაშვილმა პროექტის ორგანიზატორს, აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს თამარ ტარტარაშვილს მადლობა გადაუხადა და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები და აკადემიის ბრენდირებული ღვინოები საჩუქრად გადასცა, სტუმრებისა და მასპინძლების მხრიდან სურვილი გამოითქვა, რომ ხშირად ჩატარდეს მსგავსი ფორმატის პროექტები.