საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოვება! – BTA

საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოვება!

მიმდინარე წლის 3-5 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინაში კიევის ბიზნესისა და სამართლის კოოპერატიულ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტსა და აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს გაცვლით პროგრამების ორგანიზებას როგორც მასწავლებლების, ასევე სტუდენტების, მათ შორის საზაფხულო სკოლებისა და ტრეინინგების ჩატრებას და სხვა ორმხრივ თანამშრომობას.
აკადემიის წარმომადგენლებს კიევში უნივერსიტეტის რექტორი ქ-ნ ტეტიანა კამინსკა ( დოქტორი ეკონომიკის მეცნიერების), ვიცე რექტორი ბ-ნ იგორ ოხრიმენკო (ეკონომიკის დოქტორი) და სხვადასხვა ფაკულტეტების დეკანები.
პრეზენტაციაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემები. შეჯამების პროცესში გამოირკვა რომ ამ ორ ქვეყანას საგანმანათლელო სისტემაში აქვთ დაახლოებით ერთნაირი მსგავსებები და პრობლემები. საქართველოს მხარემ უფრო დეტალურად განიხილა პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტრატეგია, სადაც აღნიშნულ იქნა რომ ამ კუთხით საქართველომ გადადგა არაერთი ნაბიჯები ევროკავშირის საგანმანათლებო სტანდარტების მოთხოვნილების შესაბამისად.
ასევე ქართველმა სტუმრებმა მასპინძლებს გაეცვნეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური აქტივობები და აკადემიის საერთაშორისო და საშინაო ურთიერთობები. პრეზენტაციის დასასრულს აკადემიის რექტორმა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მსგავსი შინაარსის ვიზიტით საქართველოში დაპატიჟა,რაზეც მასპინძლებისგან გულითადი თანხმობა მიიღო.
აკადემია უდიდეს მადლობას უხდის კიევის ბიზნესისა და სამართლის კორპორატიულ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საინტერესო და შედეგის მომტანი პროგრამის შედგენისთვის, გულთბილი დახვედრისათვის და ვიმედოვნებთ ეს თანამშრომლობა კიევის ახალგაზრდა გუნდთან ერთად წარმატებით გაგრძელდება.