შეხვედრა უკრაინის სახალხო დეპუტატთან! – BTA

შეხვედრა უკრაინის სახალხო დეპუტატთან!

მიმდინარე წლის 3-5 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სამუშაო
ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინაში კიევის ბიზნესისა და სამართლის კოოპერატიულ უნივერსიტეტში.


მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორის ქ-ნ ტეტიანა კამინსკას ( დოქტორი ეკონომიკის მეცნიერების) ორგანიზებით შედგა შეხვედრა უმაღლესი რადას-უკრაინის სახალხო დეპუტატთან, ქართველთა სათვისტომოს დამფუძნებელ ბატონ ხვიჩა მეფარიშვილთან.
დეპუტატმა შეხვედრის მონაწილეებს მიულოცა საქართველსა და უკრაინას შორის მეგობრობის 100 წლისთავი. მან მოიწონა მხარეებს შორის დადებული შეთანხმება, რაც ითვალისწინებს გაცვლით პროგრამების ორგანიზებას როგორც მასწავლებლების, ასევე სტუდენტების, მათ შორის საზაფხულო სკოლებისა და ტრეინინგების ჩატრებას და სხვა ორმხრივ თანამშრომობას.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა ხვიჩამ სასწავლებლების წარმომადგენლებს მისცა საჭირო რეკომენდაციები, ასევე აღუთქვა მხარდაჭერა ამ მეტად საინტერესო და საჭირო პროცესებში