საინფორმაციო-ანალიტიკური შეხვედრა – BTA

საინფორმაციო-ანალიტიკური შეხვედრა

16 მაისს 15 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში საკონფერენციო დარბაზში შედგება საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც განკუთვნილია პროფესიული სასწავლებლების პერსონალის,მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის.დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1.უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოკლე მიმოხილვა;(პრეზენტატორი :აკადემიის რექტორი სოფიო მაჭარაშვილი).
2. პროფესიულ განათლების კანონში შესატანი შესაძლო ცვლილებების განხილვა;(საზოგადოებრივი კოლეჯი მომავლის დირექტორი ანზორ მაჭარაშვილი).
3. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ერთობლივად ჩატარებული“ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საჭიროებების კვლევის“ ანგარიშის წარდგენა;( ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ნანა ხითარიშვილი).
4. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებზე გადასვლასთან დაკავშირებით მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების განხორცილების მეთოდიკის მიმოხილვა (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ალინა კუპრავა).