სამუშაო შეხვედრა მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატში – BTA

სამუშაო შეხვედრა მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატში

2018 წლის 25 ივნისს პროფესიული განათლების შესახებ საკონონმდებლო წინადადებით ავტორთა ჯგუფის (რ.ხუროძე, დ. დავითაშვილი, ა.მაჭარაშვილი) მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატში ჩატარდა სამუშაო შეხვერდა, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, გენადი მარგველაშვილი, ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი, დავით დემეტრაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი სოფიო მაჭარაშვილი (საქართველოს კერძო კოლეჯების წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი), ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ინგა მანაშერიძე (საქართველოს კერძო კოლეჯების გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი) და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.

შეხვედრის ინიციატორებმა ისაუბარეს კანონპროექტში არსებულ ჩიხებზე, რომლითაც შეზღუდულია საგანმანათლებლო სივრცში სწავლების უწყვეტობა, კერძო კოლეჯების სახელმწიფო დაფინანსების საკითხზე და სხვ. თემების სიმწვავიდან გამომდინარე, შეხვედრა იყო პრინციპული, ამავე დროს იმედის მომცემიც, რადგან კომიტეტის ხელმძღვანელების მხრიდან იყო დაპირება, რომ განხილულ საკითხებს დააყენებენ კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 26 ივნისს ჩატარდება.