უნარები დასაქმებისთვის ფორუმი – BTA

უნარები დასაქმებისთვის ფორუმი

20 – 21 ივნისს, თბილისში, ქორთიარდ მარიოტში გაიმართა ,,უნარები დასაქმებისთვის ფორუმი”.
ფორუმზე განხილული იქნა დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის სფეროში არსებული პროგრამები და მიღწევები ასევე EUVEGE პროექტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროცესში.
EUVEGE პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებას და კანონშემოქმედებას ბენეფიციარ სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებებში. შესაბამისად, EUVEGE-ს საქმიანობას წვლილი შეაქვს ქართულ შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრაში.