აკადემიის მოდულური პროგრამის პირველი მერცხლები გასაფრენად მზად არიან! – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

აკადემიის მოდულური პროგრამის პირველი მერცხლები გასაფრენად მზად არიან!

12 ივლისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართა პრაქტიკოსი ექთნის მე- 5 საფეხურის პროფესიული სტუდენტების საწარმოო პრატიკის და პრაქტიკული პროექტის მოდულების სწავლის შედეგების პრეზენტაცია. სტუდენტებმა პროფესიული მასწავლებელის ია გელენიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინებს შესრულებული ჯგუფური პროექტები, რომლებიც ეხებოდა სხვადახვა დაავადების მქონე პაციენტების საექთნო მართვას, განიხილეს იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებთანაც სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკის განმავლობაში უშუალოდ ურთიერთობა ქონდათ. აღსანიშნავია, რომ ეს კურსდამთავრებულები პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროგრამის პირველი გამოშვებაა. აღნიშნულ პროგრამაზე 2015 წელს ჩაირიცხა 18 სტუდენტი, აქედან პროგრამა წარმატებით ასრულებს 15-ი სტუდენტი, საიდანაც უკვე დასაქმებულია 12. აკადემიის მოდულური პროგრამის პირველი მერცხლები გასაფრენად მზად არიან… აკადემია ულოცავს პროფესიულ სტუდენტებს წარმატებით ჩატარებულ პრეზენტაციას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას და განვითარებას….