სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება

17 ივლისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პარტნიორ საზოგადოებრივ კოლეჯ ორიენტირში გაიმართა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამის მოსარგებლეთათვის სერთიფიკატის გადაცემის ღონისძიება. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი ბეზარაშვილი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის სამართველოს უფროსი სპეციალისტი მარინა ახვლედიანი და სოციალური მომსახურების მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი ლიკა მარტიაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდა აკადემიის რექტორი სოფიო მაჭარაშვილი.