შეხვედრა შრომის პირობების ინსპექტირების ხელმძღვანელობასთან – BTA

შეხვედრა შრომის პირობების ინსპექტირების ხელმძღვანელობასთან

ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით წევრი და პარტნიორი კომპანიები შრომის პირობების ინსპექტირების ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ბიზნეს სექტორსა და შრომის ინსპექციას შორის პირველად გაიმართა მსგავსი მასშტაბის შეხვედრა მას შემდეგ, რაც ინსპექციას სამოქმედო მანდატი გაეზარდა. შესაბამისად, შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხს წარმოადგენდა 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას დასაქმებულებისთვის და ამავდროულად, ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების პირობების პერიოდულ ინსპექტირებას შრომის ინსპექციის მიერ.

შეხვედრას, შეხვედრა ესწრებოდნენ აკადემიის რექტორი და სამეურნეო დარგის მენეჯერი ასევე 150-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ და საქართველოს ბიზნესომბუსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გახსნეს.