შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 7 მოდულურ პროგრამაზე – BTA

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 7 მოდულურ პროგრამაზე

2018 წლის 12 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 7 მოდულურ პროგრამაზე :

1.შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი
ტექნოლოგიები 
2.ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი
3.ბუღალტრული აღრიცხვა
4.ინფორმაციის ტექნოლოგია
5.ვებ ინტერფეისის დიზაინერი
6.პრაქტიკოსი ექთანი
7.ტუროპერატორი

აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრებმა ისაუბრეს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის პრიორიტეტულობასა და ამ მიმართულებაში კვალიფიციური კადრის საჭიროების შესახებ. დადებითად შეაფასეს აკადემიის მიერ ახალი პროგრამის დანერგვა და მიღებული გამოწვევა.
ეს აკადემიის კიდევ ერთი წარმატებაა, რაც ადასტურებს კოლეჯის მმართველი და ადმინისტრაციული გუნდის თანმიმდევრულ და ეფექტიან მუშაობას…