სასწავლო წლის დაწყება ! – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

სასწავლო წლის დაწყება !

1 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 2018/2019 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს და გამოცდილება გაუზარეს საპატიო სტუმრებმა:
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ბექა ფერაძემ,
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა – გიორგი კეკელიძემ,
შპს სანიტარის გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა – გიორგი ბარძიმაშვილმა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანმა – ნინო ოსეფაიშვილმა
ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა – დავით კუხალაშვილმა
ა(ა)იპ ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის დირექტორმა – თამარ ტარტარაშვილმა
ტურისტული კომპანია დისქავერ ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ტრენერმა – ქეთი ბარბაქაძემ
შპს ელ+ წარმომადგენელი და შრომის უსაფრთხოების ტრენერმა- ნუგზარ მელაძემ
ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მთავარი ექთანი და ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტმა – ქეთევან გარსევანიშვილმა
შპს „მომავლი ექთანის“ დამფუძნებელი და თბილისის საავდმყოფოს მთავარი ექთანმა ია გელენიძემ
სტუმრებმა აღნიშნეს , რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში ხარისხიანი განათლების მისაღებად ყველა პირობაა შექმნილი.
შემდეგ სტუდენტებს სასწავლებლის შინაგანაწესი გააცნო და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხათუნა ბეჟიტაშვილმა.
სტუდენტებს დაურიგდათ ჩანაწერების წიგნაკი გაკვეთილების ცხრილთან და საბანკო რეკვიზიტებთან ერთად. სტუდენტებმა და მშობლებმა პერსონალის მიმართ კმაყოფილება გამოხატეს და მადლობა გადაუხადეს ამ დღის ორგანიზებულად ჩატარებისათვის.

საზეიმო ღონისძიება დასრულდა ტორტის გაჭრით. დიდ მადლობას ვუხდით საპატივცემულო სტუმრებს აკადემიის მიმართ გამოთქმული თბილი სიტყვებისთვის და ამ მნიშვნელოვან დღეს გვერდით დგომისთვის. ვულოცავთ ყველა სტუდენტს სწავლის დაწყებას და ვუსურვებთ პროფესიულ განვითარებას