საჯარო ლექცია და სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა! – BTA

საჯარო ლექცია და სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა!

11 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა შეკრება, დღის წესრიგის მთავარ საკითხად განიხილებოდა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა.
კანდიდატები აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო მარათონში და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად წარუდგინეს ერთწლიანი საარჩევნო პროგრამა.
დღის დასასრულს, აკადემიამ სტუდენტებსა და სტუმრებს შესთავაზა ყველასთვის აქტუალური თემის საჯარო ლექცია „რას ამბობს სხეული“ – საჯარო ლექციის მსვლელობისას აკადემიის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ პრაქტიკულად გამოყენებულ ტექნიკაში.
აკადემიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საჯარო ლექციის საინტერესოდ წარმართვისათვის ფსიქოლოგს ეკა ცხვარიაშვილს.