სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები ! – BTA

სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები !

26 ოქტომბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
ერთი კვირის ვადაში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში დეპარტამენტების ჩამოყალიბების საკითხებს.
იფუნქციონირებს 3 დეპარტამენტი:

1.მეცნიერებისა და განათლების
2.კულტურისა და ხელოვნების
3. სპორტისა და გართობის .

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 71 პროფესიულმა სტუდენტმა. ბათილად იქნა ცნობილი 1 ბიულეტინი. წარდგენილი იყო 4 საპრეზიდენტო კანდიდატი.

აქედან გამარჯვება მოიპოვა და პრეზიდენტის ადგილი დაიკავა – ტუროპერატორის მეოთხე საფეხურის პროფესიულმა სტუდემა ვანო დოხნაძემ (33 ხმა), ხოლო ვიცეპრეზიდენტის პოსტზე გავიდა – ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხურის პროფესიული სტუდენტი ლუკა მჭედლიშვილი (20 ხმა).
ხმის დამთვლელთა კომისიას შეუერთდნენ საპატიო სტუმრები: ესტრადის ვარსკვლავი ეკა კვალიაშვილი , ჟურნალ ჯი ემ სტარის დამფუძნებელი გიორგი მასხულია, პროდიუსერი ჯიმი მაქაცარია, ასევე მეტი გამჭვირვალობისთვის ხმის დამთვლელთა კომისიის ერთ-ერთ წევრად არჩეული იქნა აკადემიის ნეიტრალური სტუდენტი ნეკო საველიძე.
აკადემიის რექტორიმა სოფიო მაჭარაშვილმა გამარჯვებულს საზეიმო ვითარებით მიულოცა და სტუმრებთან ერთად გაჭრეს საზეიმო ტორტი. მხიარული განწყობის გახანგრძლივების მიზნით ბარბარა სამხარაძემ სტუდენტებთან ერთად შეასრულა სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრები.
აკადემია მუდმივად ზრუნავს სტუდენტებს შეუქმნას მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება.