აკადემიის სტუდენტები სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

აკადემიის სტუდენტები სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე

2018 წლის 14 ნოემბერს, ბიზნეისა და ტექნოლოგიების აკადემიის პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული სტუდენტები მიწვეულნი იყვნენ საქართველოს კარიტასის მიერ დიდუბე პლაზაში გამართულ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე.
შეხვედრაზე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აკადემიის პრაქტიკოსი ექთნის სტუდენტებს გადაეცათ „შინმოვლის“ სერტიფიკატი.
ცერემონიის მსვლელობისას საქართველოს კარიტასის ხელმძღვნელმა გაიოზ ყუბანეიშვილმა ისაუბრა საექთნო საქმის განვითარებაზე, პაციენტებისთვის მაღალი ხარიხის მომსახურების გაწევასა და „შინმოვლის“ ცოდნის მნიშვნელობაზე. საუბრის ბოლოს აღინიშნა, რომ მხოლოდ აკადემიის სტუდენტებიდან იყო მამრობითი სქესის წარმომადგენელი, იქვე დასძინა ის ფაქტიც, რომ საექთნო საქმეში მამაკაცის როლი მნიშვნელოვანია.
აკადემიის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა მარიკა ბერიშვილმა ცერემონიის მსვლელობისას მადლობა გადაუხადეს საქართველოს კარიტასის ხელმძღვანელობას სასწავლო ცენტრში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებისთვის.