სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად აკადემიაში – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად აკადემიაში

13 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სკოლის წარმომადგენელთან ქალბატონ ნანა ჯალაღონიასთან ერთად ესტუმრნენ.
ვიზიტი ქალბატონი ნანას ინიციატივით შედგა, მათი მიზანი პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის მიღებას წარმოადგენდა, რათა უკეთ გაცნობოდნენ პროფესიული განათლების არს და პროფესიული კოლეჯის სასწავლო გარემოს.
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლემბა, ექსკურსიის სახით გააცნეს აკადემიის მატერიალური რესურსები, BTA TV_ის სტუდია, ასევე გაუზიარეს თითოეული პროფესიის არსი და განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრის ბოლოს სკოლის მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სწავლის საფასურის ფასდაკლების ვაუჩერი, რამაც მოსწავლეებში დიდი სიხარული გამოიწვია.
დასასრულს აკადემიის ვარსკვლავ სტუდენტთან, ბარბარა სამხარეძესთან ერთად შეასრულეს მათთვის საყვარელი პოპულარული სიმღერები.
აკადემია მიესალმება მსგავსი ინიციატივის მქონე სკოლებს, რომლებსაც ასეთივე პოზიტივით და ენერგიით დახვდება.