ბიზნესისა და ტექნილოგიების აკადემიის რექტორი და სასწავლო მიმართულების მენეჯერი სტუმრად ბოლნისში – ბიზნესისა და ტქნოლოგიების აკადემია

ბიზნესისა და ტექნილოგიების აკადემიის რექტორი და სასწავლო მიმართულების მენეჯერი სტუმრად ბოლნისში

დღეს ქალაქ ბოლნისში საზეიმოდ გაიხსნა N2 საბავშვო ბაღი. წითელი ლენტი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა გაჭრეს.

ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელის ლელა გოგმაჩაძის მიწვევით ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნილოგიების აკადემიის რექტორი და სასწავლო მიმართულების მენეჯერი.
აკადემიის წარმომადგენლებისთვის თვალნათელი გახდა მასპინძლების ზრუნავა მომავალი თაობების აღზრდაზე, სწორად განვითარებასა და წინსვლაზე. ქალბატონი ლელა და მისი კოლეგები აცნობიერებენ, რომ გარემოს, სადაც ბავშვის აღზრდა ხდება უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მით უფრო, როცა ესთეტიკურად ასე მოწესრიგებულია. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია არამარტო ბავშვებისთვის, არამედ აღმზრდელებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან აკადემია ახორციელებს ბაგა ბაღის აღმზრდელი-პედაგოგის პროფესიულ პროგრამას, აღნიშნული პროგრამის სწორად განხოციელებისათვის ამ შინაარსის აქტივობებში მონაწილეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია .