ტრენინგი თემაზე: „შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამა“.

მიმდინარე წლის 11 იანვარს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თხოვნით, „შრომის უსაფრთხოების ცენტრის“ დირექტორმა ბატონმა კონსტანტინე ნანობაშვილმა, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ დამფუძნებელმა, ქალბატონმა სოფიო მაჭარაშვილმა და სასწავლებლის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამა“. ტრენინგზე მოწვეული იყვნენ 2018 წლის საუკეთესო დამსაქმებლები „ჯეოტურანი“ და კომპანია „ნიკორა“.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარიამ ბეზარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამატებით განუმარტა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმის აუცილებლობა, რომ შრომის უსაფრთხოების ხელშეწყობა, როგორც შუამავალმა რგოლმა, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, დეპარტამენტმა უნდა გაატაროს სამინისტროს დაგეგმილი პოლიტიკა, ხელი შეუწყოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის კვალიფიკაციის ამაღლებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
დაისახა გეგმები შემდგომი თანამშრომლობისა.

Leave a Reply

Close Menu
X