14.03.2019

მიმდინარე წლის 14 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტები – „საფრთხეებისა და რისკების კონტროლი სამუშაო (დასაქმების) ადგილზე“ მოდულის ფარგლებში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით იმყოფებოდნენ სამუშაო ობიექტზე, რაც უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს სტუდენტების პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.
სტუდენტებმა მოახდინეს აკადემიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზება დასაქმების ადგილზე.
„სასწავლო პრაქტიკა“ განხორციელდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ეგიდითა და მხარდაჭერით, ხოლო სტუდენტებს ადგილზე მეთვალყურეობასა და ინსტრუქტაჟს უწევდა კომპანია SafCo • საფკოს წარმომადგენელი.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები დაგეგმილია მომავალშიც, რაც დაეხმარება სატუდენტებს მოემზადონ დასაქმების ბაზარზე ღირსეული წარდგენისთვის.

Leave a Reply

Close Menu
X