2019 წლის 21 მარტი

21 მარტს სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ხელმძღვანელი ტატა ბერიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ნანა ხითარიშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული IV სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების პრეზენტაცია.
შეხვედრის მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცათ IV კატეგორიის საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტის თვითსწავლების სახელმძღვანელო, რომელიც მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მოდულური პროგრამის განხორციელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნი ტატა ბერიძე იყო აღნიშნული ჯგუფის საკონსულტაციო ჯგუფის წევრი.

Leave a Reply

Close Menu
X