აკრედიტაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელ პროგრამაზე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა რომელმაც თბილისსა და ბათუმში ექსკლუზიურად გაიარა აკრედიტაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელ პროგრამაზე

პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე დამწყები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის/მენეჯერებისათვის.
პროგრამის დასრულების შემდეგ:
✅1. მსმენელს ექნება სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
✅2. გაეცნობა შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
✅3. შეძლებს შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
✅4. შეძლებს უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კურსის ხანგძლივობაა 130 საათი

სწავლების ენა -ქართული

კურსის გავლა შეუძლია არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირს 18 წლის ასაკიდან
კურსს უძღვებიან დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტები და საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ექსპერტები: კონსტანტინე ნანობაშვილი, ნუგზარ მელაძე, ზურაბ პავლიაშვილი და ქეთევან გარსევანიშვილი
კურსდამთავრებულებზე გაიცემა აკრედიტირებული სერთიფიკატი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია

კომენტარის დატოვება

Close Menu
X