შენ შეგიძლია ისწავლო უფასოდ სახელმწიფოს დაფინანსებით

უპრეცენდენტო მოვლენა  კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეში  2019-2020 სასწავლო წლიდან

პროფესიული ტესტირების გავლის გზით  სწავლა განხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

თბილისში:

ელექტროობა – სრული ვაუჩერული დაფინანსება ( სრულიად უფასოდ! )

ვებ ინტერფეისის დიზაინერი – სრული ვაუჩერული დაფინანსება ( სრულიად უფასოდ! )

ტუროპერატორი  – 90  % ვაუჩერული დაფინანსება

შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები  80 %  ვაუჩერული დაფინანსება

საჩხერის განყოფილებაში:

ინფორმაციის ტექნოლოგია- სრული  ვაუჩერული დაფინანსება ( სრულიად უფასოდ! )

  • რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში , სასწავლებელში,  ასევე  ონლაინ – ვებ-გვერდზე: https://vet.emis.ge/#/registration
  • პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
  • ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.
  • პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

•             გისურვებთ წარმატებას!

კომენტარის დატოვება

Close Menu
X