2019-2020 სასწავლო წლის დაწყება.

2019-2020 სასწავლო წლის დაწყება.
7 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ ამ წელსაც ღირსეულად უმასპინძლა სტუდენტების ახალ ნაკადს .

ამ დღეს აკადემიის კარები ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის ფართოდ გაიღო.
ღონისძიების პირველ ნაწილში მოწვეულნი იყვნენ აკადემიის პარტნიორი კომპანიები, ასევე პროგრამის ხელმძღვანელები :

1. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი – ნინო გაჩეჩილაძე

2. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი – გიორგი ტრაპაიძე
3. ტურისტული კომპანია “Discover Georgia”_იას დირექტორი – ნინა კეკელიძე
4. 43 ბაგა-ბაღის დირექტორი – ქეთევან ბერიანიძე

5. საბროკერო კომპანია “ჯი თი ექსპრეს სერვისის” წარმომადგენელი – მარინა ნინიაშვილი

ღონისძიების მეორე ნაწილი გასართობ აქტივობებს დაეთმო, მიმდინარეობისას გამოვლინდენ სხვა და სხვა თამაშის გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზაციამ ‘’ ლიდერები გლობალური ცვლილებისათვის”გადაეცათ 30 % ფასდაკლების ვაუჩერი საერთაშორისო პროექტებზე…

კომენტარის დატოვება

Close Menu
X