2019 წლის 26 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ერთი კვირის ვადაში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში დეპარტამენტების ჩამოყალიბების საკითხებს. იფუნქციონირებს 3 დეპარტამენტი: 1.მეცნიერებისა და განათლების 2.კულტურისა და ხელოვნების 3. სპორტისა და გართობის . არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 41_მა პროფესიულმა სტუდენტმა. წარდგენილი იყო 3 საპრეზიდენტო კანდიდატი. აქედან გამარჯვება მოიპოვა და პრეზიდენტის ადგილი დაიკავა – შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მეხუთე საფეხურის პროფესიულმა სტუდემა ლუკა ბოჭორიშვილმა (20 ხმა), ხოლო ვიცეპრეზიდენტის პოზიცია დაიკავა – ტუროპერატორის მეხუთე საფეხურის პროფესიული სტუდენტი თორნიკე აბუსერიძე (17 ხმა). ხმის დამთვლელთა კომისიას შეუერთდა ნეიტრალური პოზიციის მქონე სტუდენტი.