2019 წლის 26 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ერთი კვირის ვადაში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში დეპარტამენტების ჩამოყალიბების საკითხებს.

2019 წლის 26 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ერთი კვირის ვადაში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში დეპარტამენტების ჩამოყალიბების საკითხებს. იფუნქციონირებს 3 დეპარტამენტი: 1.მეცნიერებისა და განათლების 2.კულტურისა და ხელოვნების 3. სპორტისა და გართობის . არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 41_მა პროფესიულმა სტუდენტმა. წარდგენილი იყო 3 საპრეზიდენტო კანდიდატი. აქედან გამარჯვება მოიპოვა და პრეზიდენტის ადგილი დაიკავა – შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მეხუთე საფეხურის პროფესიულმა სტუდემა ლუკა ბოჭორიშვილმა (20 ხმა), ხოლო ვიცეპრეზიდენტის პოზიცია დაიკავა – ტუროპერატორის მეხუთე საფეხურის პროფესიული სტუდენტი თორნიკე აბუსერიძე (17 ხმა). ხმის დამთვლელთა კომისიას შეუერთდა ნეიტრალური პოზიციის მქონე სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X