5 დეკემბერს ბზნესისა და ტექნოლოგოების აკადემიის რექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოციალური პარტნიორობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირების მიერ დაგეგმილ შეხვედრას დაესწრნენ

💐5 დეკემბერს ბზნესისა და ტექნოლოგოების აკადემიის რექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოციალური პარტნიორობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირების მიერ დაგეგმილ შეხვედრას დაესწრნენ.

დეპარტამენტის უფროსმა ბუბა ლომუაშვილმა მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და დეპარტამენტის მიზნები და პრიორიტეტები გააცნო. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს მომავალში სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი საზოგადოებას სტრატეგიას წარუდგენს, სადაც მომავლის გეგმებზე უფრო დეტალურად იქნება საუბარი.

შეხვედრას იმ კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებსაც თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული ან თანამშრომლობას გეგმავენ. კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა აქვთ უფასო ან შეღავათიანი მომსახურებით ისარგებლონ სხვადასხვა დაწესებულებებში, დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, მიიღონ უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო იურიდიული კონსულტაცია, შეისწავლონ ინგლისური ენა და დაესწრონ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
🇬🇪💐👏

კომენტარის დატოვება

Close Menu
X