27 დეკემბერს აკადემიის რექტორი პარტნიორ კომპანიაში -კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე იყო მიწვეული

27 დეკემბერს აკადემიის რექტორი პარტნიორ კომპანიაში -კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე იყო მიწვეული,სადაც

⭕️ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ტურისტული კომპანია “აღმოაჩინე საქართველოს” ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU -ს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ახლად აშენებულ კამპუსში.

⭕️ “აღმოაჩინე საქართველო” 2011 წლიდან თანამშრომლობს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ტურიზმის მიმართულების სტუდენტებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული კომპონენტის გავლის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ, ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობას როგორც ჩვენს კომპანიაში ასევე სხვა ტურისტულ სააგენტოებში.

⭕️ თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ-ს აქტიური მხარდაჭერით.

⭕️ კომპანიის ბაზაზე არსებული ტურიზმის სასწავლო ცენტრის მისიას წარდმოაგენს ტურიზმის სფეროში სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა, არსებული კადრების გადამზადება, მათი ცოდნის ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ტურისტული სერვისების დახვეწა და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნა.

⭕️ ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ ყოველთვიურად ახორციელებს სტაჟირების ციკლს როგორც სტუდენტთათვის, ასევე, ტურიზმის სფეროთი დაინტერესბული ნებისმიერი პირისთვის.

⭕️ აღმოაჩინე საქართველო მადლობას უხდის ღონისძების მხარდამჭერებს:
💢 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – Tamar Kitiashvili
💢 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU
💢 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration – Giorgi Bregadze
💢 #საქართველოსტურიზმისასოციაცია – Nata Kvachantiradze
💢 Georgian Chamber of Commerce and Industry – Salome Nikifi
💢 ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია • Academy of Business and Technology – სოფიო მაჭარაშვილი

კომენტარის დატოვება

Close Menu
X