2020 წლის 21 იანვარს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართება პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის სამუშაო ვორქშოპი

ISO 9001:2015 – ფარგლებში ჩვენი პოლიტიკის ნაწილია: შენარჩუნდეს და გაიზარდოს პერსონალის კვალიფიკაცია და მოტივაცია გაწეული მომსახურების დონის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე 2020 წლის 21 იანვარს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართება პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის სამუშაო ვორქშოპი/ ტრენინგი თემაზე:
1. შეფასება პროფესიულ განათლებაში.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: შეფასების ინსტრუმეტის შერჩევა, , სტრუქტურა და შინაარსი, შეფასების ინსტრუმენტის შიდა ვერიფიკაცია, შეფასების შედეგებზე პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირების სისტემა, პროფესიული სტუდენტისათვის შედეგის დადასტურების/შეფასების აპელაციის პროცედურა და მოთხოვნები მტკიცებულების მიმართ;
2. აკადემიის swot ანალიზზე მუშაობა;
3. 2018-19 წელს ჩატარებული გამოკითხვების შედეგების განხილვა;
4. სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელებაზე რეკომენდაციების შემუშავება.

მსგავსი ღონისძიებები აკადემიაში ყოველწლიურად იგეგმებოდა და ხორციელდებოდა, თუმცა ISO 9001:2015 -დანერგვამ გაზარდა პასუხისმგებლობა და მისწრაფება უზრუნველყოს საგანმანათლებლო მომსახურების მაღალი ხარისხი, ახალი სწავლების ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;
ტრენინგი ჩატარდება 21 იანვარს 12:00 საათიდა 17:00 საათის ჩათვლით
მისამართი: ქ. თბილისი, წერონისის N208

კომენტარის დატოვება

Close Menu
X