📣📣2️⃣0️⃣2️⃣0️⃣ წლის 2️⃣1️⃣ იანვარს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის სამუშაო ვორქშოპი

📣📣2️⃣0️⃣2️⃣0️⃣ წლის 2️⃣1️⃣ იანვარს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის სამუშაო ვორქშოპი/ ტრენინგი თემაზე: შეფასება პროფესიულ განათლებაში.
🔴ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
შეფასების ინსტრუმეტის შერჩევა
სტრუქტურა და შინაარსი
შეფასების ინსტრუმენტის შიდა ვერიფიკაცია
შეფასების შედეგებზე პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირების სისტემა
პროფესიული სტუდენტისათვის შედეგის დადასტურების/შეფასების აპელაციის პროცედურა და მოთხოვნები მტკიცებულების მიმართ;
🔵ვორქშოპის მეორე ნაწილი დაეთმო აკადემიის swot ანალიზზე მუშაობას, მასწავლებლები დაიყვნენ ოთხ ჯგუფად და იმუშავეს დაწესებულების ძლიერ, სუსტ მხარეებზე, ჩამოაყალიბეს საფრთხეები და შესაძლებლობები, თითოეულ ჯგუფში ფასილიტაციას უწევდა ადმინისტრაციის თანამშრომლები. სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და განხორციელდა მათი განხილვა, ამ ნაწილში ასევე წარმოდგენილი იქნა ბაზალეთზე ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სვოტ ანალიზის შედეგები და მოხდა მათიშედარება -შეჯერება.
🔴ვორქშოპზე ასევე განიხილეს 2️⃣0️⃣1️⃣8️⃣1️⃣9️⃣ წელს ჩატარებული გამოკითხვების შედეგები და შემუშავდა სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელებაზე რეკომენდაციები, მასწავლებლის ჩართულობით განხორციელდა სტუდენტების და მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდის მექანიზმები და შეფასების კრიტერიუმები.
👉ISO 9️⃣0️⃣0️⃣1️⃣:2️⃣0️⃣1️⃣5️⃣ – ფარგლებში ჩვენი პოლიტიკის ნაწილია: შენარჩუნდეს და გაიზარდოს პერსონალის კვალიფიკაცია და მოტივაცია გაწეული მომსახურების დონის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით. მსგავსი ღონისძიებები აკადემიაში ყოველწლიურად იგეგმებოდა და ხორციელდებოდა, თუმცა ISO 9️⃣0️⃣0️⃣1️⃣:2️⃣0️⃣1️⃣5️⃣ -დანერგვამ გაზარდა პასუხისმგებლობა და მისწრაფება უზრუნველყოს საგანმანათლებლო მომსახურების მაღალი ხარისხი, ახალი სწავლების ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;
✍️ტრენინგის დასრულებისას მასწავლებლებმა მოლოდინების ხეზე განათავსეს სურვილები, თუ რას ისურვებენ სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვის და განხორციელების მიზნით.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X