📢📢 ყურადღება❗️❗️
🔴 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის საფუძველზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორის მიერ გამოიცა ბრძანება, რაც ითვალისწინებს 1️⃣6️⃣ მარტიდან სასწავლო პროცესის განახლებას დისტანციური/ონლაინ სწავლების რეჟიმში. 👩💻👨💻
გაცნობებთ❗️❗️
🔴 სტუდენტებისათვის სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებში განხორციელდება ვიდეოგაკვეთილების/ონლაინ რეჟიმში ჩართვები და ელექტრონული მასალის ატვირთვა, (მხოლოდ იმ მოდულის ფარგლებში, რომლის სწავლება შესაძლებელი იქნება აღნიშნული მეთოდით).
🔴 1 აპრილამდე აკდემიის ადმინისტრაციული პერსონალი დისტანციურ მუშაობაზე გადავლენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე
🔺პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
✅1. ჩვენს მიერ გაწერილი განრიგის შესაბამისად უზრუნველყოს ინტერნეტთან წვდომა;
✅2. გაეცნოს ჯგუფში ატვირთულ მასალას;
✅3. კომენტარის სახით დააფიქსიროს „გავეცანი“ (რაც მოახდენს ჯგუფში სტუდენტთა დასწრების დაფიქსირებას, რომელიც აღირცხება სტუდენტის აღრიცხვის ჟურნალში);
✅4. კომენტარის სახით დააფიქსიროს ატვირთულ მასალასთან დაკავშირებული კითხვები (ჩაითვლება სტუდენტთა აქტივობად), რომელსაც პასუხი გაეცემა განრიგის შესაბამისად;
✅5. სტუდენტი ვალდებულია სწავლის საფასური გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება ხელშეკრულების პირობის დარღვევა.
🔻 პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია:
✅1. ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფში ატვირთოს ელექტრონული მასალა, ან ვიდეოგაკვეთილი/ონლაინ ჩართვა;
✅2. ატვირთულ მასალასთან დაკავშირებით, კომენტარის სახით დასმულ კითხვებს უპასუხოს განრიგში მითითებული დროის მიხედვით.
დისტანციური სწავლების ცხრილს განვათავსებთ 15 მარტამდე.
❗️P.S აღნიშნული ღონისძიება მიზანმიმართულია სასწავლო გეგმის მიმდინარეობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის, რათა არ მოხდეს სასწავლო პროცესის ვადის გახანგრძლივება და კვალიფიკაციების მინიჭების შეფერხება.