23- 24 ივლისს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პროექტის „შინმოვლის განვითარება საქათველოში“ პარტნიორებთან.

23- 24 ივლისს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პროექტის „შინმოვლის განვითარება საქათველოში“ პარტნიორებთან.
☑️ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიების, ექთნებისა და კერძო კოლეჯების ასოციაციების წარმომადგენლები.
საქართველოს კარიტასის პროგრამის მენეჯერმა გაიოზ ყუბანეიშვილმა მონაწილეებს ახალი შინმოვლის პროექტის (2021-2022 წლები) ამოცანები გააცნო. 

🔹პროექტი, ბენეფიციარების მომსახურებასთან ერთად, ითვალისწინებს დაბერების, საექთნო საქმისა და საეთნო განათლების სფეროებში სახელმწიფოს პოლიტიკის სამოქმედო გეგმების მხარდაჭერას. პროექტის აქტივობები ითვალისწინებს მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურების ახალი მოდელების შემუშავებას, სტუდენტების სწავლებას და ექთნების პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებას, ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას სამედიცინო და სოციალური პროგრამების ორგანიზების და ადმინისრირების კუთხით.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X